შსს-ს მომსახურების სააგენტომ თბილისში სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ თბილისში სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა, რომელიც ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე, N26-ში მდებარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების ცენტრი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებას გაუწევს.

მომსახურების სააგენტოს ახალი ცენტრის გახსნას სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია და სააგენტოს ოფიციალური პირები დაესწრნენ.

მომსახურების სააგენტოს დირექტორის, მარიანა მორგოშიას განცხადებით, ახალ ცენტრში განთავსებულია საექსპერტო და სარეგისტრაციო განყოფილება, ასევე, საბანკო მომსახურება.

„თბილისის სარეგისტრაციო მომსახურების ახალ ცენტრში მოქალაქეებისთვის მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხია უზრუნველყოფილი.

ცენტრში განთავსებულია საექსპერტო და სარეგისტრაციო განყოფილება, ასევე, საბანკო მომსახურება, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ცენტრიდან გაუსვლელად მიიღოს მისთვის სასურველი სერვისი. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, როგორც ახალ პროექტებზე, ასევე, არსებული სერვისების გაუმჯობესებაზე და ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე, მომსახურებაზე ორიენტირებულ მიმართულებებს“, - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.

შსს-ს ინფორმაციით, დღეიდან მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს ახალ ცენტრში შემდეგი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ: სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, საექსპერტო შემოწმება და საექსპერტო აქტის შედგენა, ასევე, პირველადი რეგისტრაცია და გადაფორმება.

შეგახსენებთ, რომ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მომსახურებისთვის განსხვავებული ტარიფი მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ, დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს 11 სტრუქტურული ერთეული და 3 მობილური ჯგუფი ფუნქციონირებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა