მიხეილ სააკაშვილი - ვანო მერაბიშვილის არგადაყენება შეცდომა იყო

ვანო მერაბიშვილის არგადაყენება იყო შეცდომა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე საუბრისას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, გირგვლიანის მკვლელობა გაუფრთხილებლობით იყო ჩადენილი და მასში მონაწილე ყველა პირი დროულად დააკავეს.

ვანო მერაბიშვილის არგადაყენება იყო შეცდომა, მაშინ ვაპირებდი ვანოს გადაყენებას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და თქვა, რომ ახლა, ასეთ სიტუაციაში ეს არ შეიძლება. გირგვლიანის შემთხვევაში გაუფრთხილებლობით მკვლელობა იყო და ყველა ვინც ამაში მონაწილეობდა, დაიჭირეს და ციხეში აღმოჩნდნენ. სატელეფონო ანძების მეშვეობით იპოვეს ყველა, ვინც მონაწილეობდა. იქ ამას ვერ გააყალბებდი,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გაუნახევრა დამნაშავეებს სასჯელი, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ეს ადამიანები იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები და 2008 წლის ომის შემდეგ ბევრ სამხედროს გაუნახევრდა სასჯელი.

რაც შეეხება ბუტა რობაქიძის მკვლელობას, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები ამერიკაში ყოველთვიურად ხდება.

„რობაქიძის ისტორიას რაც შეეხება, ასეთი რაღაც ამერიკაში ყოველთვიურად ხდება. ძალიან ბევრგან ხდება პოლიციის მიერ იარაღის ჩადება, პენსილვანიის ციხეში მუდმივად აუპატიურებენ პატიმრებს. ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. საქართველოში, სადაც იყო გამოუცდელი სახელმწიფო აპარატი, რას ვთხოვთ ხალხს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, სახელმწიფო რა იყო,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არც გირგვლიანის და არც რობაქიძის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და „დიდი ღორობაა პრეზიდენტისთვის ამის დაბრალება“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს