ტექნიკის მაღაზია „პისი შოპის“ მენეჯერის ინფორმაციით, მაღაზია უკვე მეოთხედ გაქურდეს

თბილისში, ტექნიკის მაღაზია „პისი შოპის“ მენეჯერის თემურ ჯაკობიას ინფორმაციით, მაღაზია უკვე მეოთხედ გაქურდეს.

მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან მოპარულია 14 ნოუთბუქი. როგორც მაღაზიის მენეჯერმა ,,ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ეს ბოლო ორ წელში მაღაზიის გაქურდვის მეოთხე შემთხვევაა.

„დღეს, გამთენიისას, მაღაზიაში შემოიჭრა სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ჩაამტვრია ცენტრალური კარის მინა. მოპარულია 14 ნოუთბუქი. სამწუხაროდ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ქურდობის უკვე მეორე ფაქტია. მიმდინარეობს გამოძიება. ველოდებით გამოძიების შედეგს”, - განაცხადა თემურ ჯაკობიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს