განათლების მეცნიერებათა აკადემია საგანმანათლებლო რეფორმაში ერთვება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, ძირითადი მიმართულებები, რაზეც მხარეები ითანამშრომლებენ არის საგანმანათლებლო საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, სხვადასხვა სამეცნიერო და შემეცნებითი პროექტების ერთობლივად განხორციელება, მეცნიერთა ძალების კონსოლიდაცია, განათლების მეცნიერებათა დარგების კვლევები და სახელმძღვანელოების შექმნაში თანამშრომლობა.

განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ზურაბ ხონელიძის განცხადებით, ამ მემორანდუმით სათავე დაედო აკადემიის ჩართვას ახალ საგანმანათლებლო რეფორმის მიმდინარეობაში.

„ამ რეფორმის მნიშვნელობა საქართველოს განათლების აკადემიას ბოლომდე აქვს გააზრებული და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს", - განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა