ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის გაწმენდა მიმდინარეობს

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე, თოვლისა და ზვავებისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 70 კმ-მდე მონაკვეთი უკვე გაწმენდილია და ამ ეტაპზე, სამუშაოები უღელტეხილზე გრძელდება. აღნიშნული გზა შატილამდე მისასვლელი ცენტრალური გზაა.

ადგილზე ყოველდღიურად, 5 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ჯამში 106 კილომეტრია.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა, დიდთოვლობის გამო, ყოველწლიურად ოქტომბერ-ნოემბერში იკეტება და გაზაფხულზე, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემდეგ იხსნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო