საქართველოს პარლამენტის და სახელმწიფო აუდიტის დელეგაციამ ლატვიის პარლამენტში შეხვედრები გამართა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სახელმწიფო აუდიტის დელეგაცია ლატვიის სეიმის სახელმწიფო ხარჯებისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეს, კასპარს გირგენსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას, რომელიც ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოეწყო, საქართველოსა და ლატვიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის მოქმედი სისტემა განიხილეს.ამასთან, კანონმდებლებმა ისაუბრეს ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.

რიგაში ვიზიტის დროს შეხვედრები გაიმართა ლატვიის სახელმწიფო აუდიტში, გენერალურ აუდიტორთან, ელიტა კრუმინთან და ასევე დელეგაციის წევრები ეწვივნენ ლატვიის ანტიკორუფციულ ბიუროს.

საპარლამენტო დელეგაციას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, ხოლო საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციას-გენერალური აუდიტორი, ირაკლი მექვაბიშვილი.

ცნობისთვის, რიგის შემდეგ შეხვედრები გაიმართება ფინეთის პარლამენტსა და აუდიტის სამსახურში. ლატვიასა და ფინეთში საქმიანი ვიზიტი ევროკავშირის პროექტის - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“ ფარგლებში ხორციელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს