"ღია საზოგადოების ფონდის"კვლევის თანახმად, მოსახლეობის 55.2% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს

გამოკითხული მოსახლეობის 55.2% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს. ამის შესახებ "ღია საზოგადოების ფონდის" კვლევაშია ნათქვამი.

საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია პოლიტიკური პარტიების საქმიანობით სრულად კმაყოფილი, ხოლო 46.3% უფრო კმაყოფილია, ვიდრე უკმაყოფილო.

ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 66% -ს არასდროს წაუკითხავს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა.

კითხვაზე, ხმის მიცემისას უფრო მნიშვნელოვანია პარტიის საარჩევნო პროგრამა თუ ლიდერების ვინაობა, მოსახლეობის 38.5% პირველს ასახელებს, ხოლო 45.8% - მეორეს.

კითხვაზე - რა კრიტერიუმით ირჩევენ პარტიები ვინ წამოაყენონ კანდიდატად საპარლამენტო არჩევნებზე, მოსახლეობა ასე პასუხობს: არ ვიცი/უარი პასუხზე-20.8%, პროფესიონალიზმით - 24.1%, საზოგადოებაში ცნობადობით -17.1%, პატიოსნებით- 6.6%, პირადი კავშირებით პარტიის ლიდერებთან- 18.7%, ფულით- 12.4%, სხვა- 0.3%.

კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითოეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს.

საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს