ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებებით ავიარეისების შესრულება დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის ქალაქი გდანსკის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული ავიარეისების შესრულება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 2 აპრილს, 22: 50 საათზე გდანსკიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა.

პოლონეთის საპორტო ქალაქი გდანსკი რიგით მეოთხე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული ავიარეისების შესრულება დაიწყო.

ამ დღესთან დაკავშირებით, პირველი რეისის მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგეს: ჩამომფრენებს, რომელთა უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ ქართული დაბრენდილი ღვინოები გადასცეს, ხოლო გამფრენ მგზავრებს - დანკინები.

„გდანსკი პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრი და ნავსადგურია ბალტიის ზღვაზე. ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია ,,ვიზეარი“ კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს