გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა დაიწყო.

ამ დროისთვის პროცესზე კახეთის პოლიცის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის თანამშრომლებს კითხავენ.

სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და პარტიის სხვა წევრები ესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად სოფელ ველისციხეში მომხდარ ინციდენტს.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო