მარტში წლიური ინფლაცია 3.7 % იყო

„საქსტატმა“ მარტის თვის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.7 პროცენტი შეადგინა.

ყველაზე მეტად ფასები თამბაქოზეა გაზრდილი. კერძოდ, ერთ წლიან ჭრილში თამბაქოს ნაწარმზე ფასები 43.7 პროცენტით გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები კი 4.8%-ით გაძვირდა.

წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.5 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (19.8 პროცენტი), თევზეული (12.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.2 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-23.3 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 20.8 პროცენტით, რაც 1.36 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (43.7 პროცენტი).

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 6.7 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.38 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (7.1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა აუდიო ვიზუალური, ფოტოგრაფიული და მონაცემთა დამუშავების მოწყობილობებზე (-5.0 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.6 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.8 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (5.6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.4 პროცენტი).

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს