კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფს“ კონკრეტული ლოკაციების დასუფთავება დაავალა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, „თბილსერვის ჯგუფს“ კონკრეტული ლოკაციების დასუფთავების დავალება მისცა. ერთ-ერთი ადგილი, რომელიც კალაძემ გამოყო, ვერეს ხეობაში მდებარეობს. კალაძის თქმით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზასთან არსებულ ფერდობზე საგანგაშო ვითარებაა და აუცილებელია ამ ტერიტორიის მოწესრიგება.

„მინდა ასევე კიდევ ერთი დავალება მოგცეთ დასუფთავების თვალსაზრისით. თქვენ ამას რა თქმა უნდა ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებთ, მაგრამ ამ კონკრეტულ ადგილზე, რომელსაც გეტყვით, ალბათ დაგვჭირდება ადამიანების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება, რომ მოვაწესრიგოთ ეს ადგილი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია და სამწუხაროდ ეს არის ქალაქის ცენტრში. თამარაშვილიდან, როდესაც ახალ გზაზე გადავდივართ, ვაკე-საბურთალოდან რომ გადმოვდივართ ახალ გზაზე, ვერეს ხეობა რაც არის, თუ არ ვცდები წყნეთის ქუჩაა, ფერდი საშინლადაა დანაგვიანებული. ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად დავასუფთაოთ და მოვაწესრიგოთ ის ტერიტორია. გარდა ამისა ადგილობრივ მოსახლეობასაც ვთხოვოთ, რომ ხევში ნაგვის გადაყრა კატეგორიულად მიუღებელია და პირველ რიგში, მათ უნდა გაითვალისწინონ ეს. იქ ცხოვრობენ და მგონია, რომ არავის არ სიამოვნებს ასეთ მდგომარეობაში ცხოვრება, რაც ახლა ხდება ამ კონკრეტულ ლოკაციაზე“, - აღნიშნა კალაძემ და აქვე დასძინა, რომ რთული რელიეფის მიუხედავად, აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება შესაძლებელია.

„ასევე თბილისის გასასვლელ-შემოსასვლელები აუცილებლად უნდა დასუფთავდეს. არ არის კარგი მდგომარეობა და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ და მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა