პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილს იკავებს

პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილს იკავებს. ამის შესახებ ახალი ანგარიში ევროსაბჭომ გამოაქვეყნა.

როგორც ევროსაბჭოს ანგარიშშია აღნიშნული, პატიმრების რაოდენობით პირველ ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც 100 000 მოსახლეზე 418,3 პატიმარი მოდის, მას მოჰყვება საქართველო 252,2 პატიმრით და აზერბაიჯანი 235 პატიმრით 100 000 მოსახლეზე. პატიმრების რაოდენობით პირველ ხუთეულშია ლიეტუვა და მოლდოვა. ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ნორვეგიაშია 65,4 პატიმრით ყოველ 100 000 მოსახლეზე. ევროსაბჭოს ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2018 წლის მონაცემებით, 9 407 პატიმარია, მათ შორის არიან ისინიც, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ამასთან, ანგარიშში წერია, რომ 2016 და 2018 წლებში ევროპაში პატიმრების რაოდენობა 6.6%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს რომ 100 000 მოსახლეზე უკვე საშუალოდ 102.5 პატიმარი მოდის.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც თავისუფლების აღკვეთის შემთხვევები ყველაზე მეტად შემცირდა, პირველ ადგილზეა რუმინეთი, სადაც 16%-ით, მას მოჰყვება ბულგარეთი 15%-ით და ნორვეგია 11,6%-ით.

ევროსაბჭოს ანგარიშის თანახმად, რომ ევროპაში პატიმრების რაოდენობის შემცირების ტენდენცია 2012 წლიდან დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილს იკავებს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს