გიორგი კანდელაკი - ევროპარლამენტარები ია კერზაიას საქმის გამოძიებას მოითხოვენ-ხელისუფლება განზრახ აჭიანურებს ამ საქმის გამოძიებას

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი ევროპარლამენტარების მიერ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სახელზე გამოგზავნილ წერილს ეხმაურება, რომელშიც ია კერზაიას საქმეზეა საუბარი.

"ევროპარლამენტარები მოითხოვენ ია კერზაიას საქმის გამოძიებას. უკვე დიდი დრო გავიდა ამ ტრაგიკული შემთხვევიდან, პროკურატურას ჰქონდა საკმარისი დრო, რომ გადაედგა ქმედითი ნაბიჯები და დღეს უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხელისუფლება განზრახ აჭიანურებს ამ საქმის გამოძიებას. ამ საქმეს აქვს პრეცენდეტული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, აუცილებელია ამ დანაშაულის ყველა მონაწილის დასჯა. საუბარია განათლების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებმაც უნდა დაასახელონ მათთვის მითითების და ბრძანების მიმცემები - ესაა წერილის სულისკვეთება, იმისათვის რომ ყველა არჩევნებზე, რომელიც გაიმართება მომავალში აღარ იქნას დაშვებული ზეწოლა საჯარო მოხელეებზე. აღარ გამოვა ამ საქმის გაჭიანურება, რაც უფრო დრო გავა, მით უფრო დაზიანდება მთავრობა. ამიტომ მთავრობისვე ინტერესშია დაისაჯონ დამნაშავეები", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ევროპარლამენტარები მამუკა ბახტაძეს მიმართავენ და საქართველოს 2018 წლის ყველაზე არადემოკრატიული არჩევნების გამო აკრიტიკებენ. დოკუმენტში ცენტრალური ადგილი სხვა დარღვევებთან ერთად, ია კერზაიას გარდაცვალებას ეთმობა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ევროპელი დეპუტატები საქართველოს პრემიერს ამ საქმის გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას სთხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო