გია ნოდია - გაცილებით დემოკრატიული იქნება, საქართველოში 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს

ექსპერტ გია ნოდიას შეფასებით, ევროპარლამენტარების მიერ ფედერიკა მოგერინის მისამართით გაგზავნილი წერილი კიდევ ერთი დასტურია, რომ უკეთესი და გაცილებით დემოკრატიული იქნება, საქართველოში 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

„ამაზე საუბრობენ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები და საერთაშორისო თანამეგობრობაც. ეს მართლაც არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ზოგადი მოსაზრების, რომ საქართველოს დემოკრატიისთვის გაცილებით უკეთესი იქნება პროპორციული არჩევნები 2020 წელს", - განაცხადა გია ნოდიამ.

რაც შეეხება ევროპარლამენტარების წერილის იმ ნაწილს, სადაც ია კერზაიას საქმეზე არის საუბარი, გია ნოდიას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არ უნდოდა ია კერზაიას გარდაცვალება, მან დასაჯა კერზაია ინსპექციით, რომელსაც შემდეგ მოჰყვა ტრაგიკული შედეგი.

„პოლიტიკური მოტივაცია აქ არის ცალსახა და აშკარა, გასაგებია, რომ ხელისუფლებას უნდა გამოძიების დაწყებით და შემდეგ ამის "გაჯანჯლებით" ეს საქმე და პრობლემა გადადოს, მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე პრობლემა ხელისუფლებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობაც ადასტურებს, რომ ეს არის მძიმე პრობლემა ხელისუფლებისთვის და არ არის მხოლოდ ოპოზიციის ახირება ამაზე საუბარი", - განაცხადა გია ნოდიამ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 11-მა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან და ქვეყნის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წერილით მიმართა.

„2 აპრილით დათარიღებულ წერილში ევროპარლამენტარები ეყრდნობიან ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს, რომელიც მათი შეფასებით, 1991 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკული დასკვნაა. ევროპარლამენტარები ფედერიკა მოგერინის მოუწოდებენ, რომ მმართველ გუნდზე ზეწოლა განახორციელოს, რათა ისინი ოპოზიციასთან შინაარსობრივ დიალოგში შევიდნენ და საქართველოში არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით 2024 წლის ნაცვლად, 2020 წელს ჩატარდეს“, - აღნიშნულია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა