კომუნიკაციების კომისია - წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე მეტი უფასო პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ, ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი სალომე ზურაბიშვილმა განათავსა

საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის ფარგლებში ყველაზე მეტი უფასო პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა, ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი სალომე ზურაბიშვილმა ,- ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, ორივე ტურის ფარგლებში ყველაზე მეტი ღირებულების კერძოდ, 9,752,702 ლარის, უფასო პოლიტიკური რეკლამა გრიგოლ ვაშაძემ განათავსა, შემდეგია დავით ბაქრაძე – 5,032,654 ლარის უფასო პოლიტიკური რეკლამით, კახა კუკავამ – 3,768,919 ლარის, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა – 2,647,891 ლარის მიახლოებითი ღირებულების რეკლამა განათავსეს.

რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, ორი ტურის ფარგლებში ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა სალომე ზურაბიშვილმა განათავსა – 4,967,848 ლარი, გრიგოლ ვაშაძემ – 2,383,708 ლარის, ხოლო დავით ბაქრაძემ – 600,555 ლარის ღირებულების რეკლამა განათავსეს.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ ჯამში დაახლოებით – 38 მილიონი ლარი შეადგინა.

„2018 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალი 75,262,955 მილიონი ლარი იყო. 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პირველ და მეორე ტურში სატელევიზიო კომპანიებში განთავსებული უფასო პოლიტიკური რეკლამის მიახლოებითი სატელევიზიო ღირებულება 30 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საერთო ღირებულებამ – 8 მილიონი ლარი შეადგინა,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო