მაია ბითაძე - ეტაპობრივად გადავდივართ ევროპულ სატრანსპორტო მოდელზე, სადაც სწრაფი და მარტივია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება

ჩვენ ეტაპობრივად გადავდივართ თანამედროვე, ევროპულ სატრანსპორტო მოდელზე, სადაც ძალიან სწრაფი და მარტივია გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მერია უკვე არის სატრანსპორტო სქემების მთლიანი მოდერნიზაციის პროცესში.

„კომპანია ,,სისტრა” უკვე ასრულებს შუალედურ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ჩვენ უკვე ვახორციელებთ ავტობუსების შეძენას. საუბარია 10 ძირითად დერეფანზე, სადაც 18 და 24-მეტრიან ავტობუსებმა უნდა იარონ. ეს ერთმნიშვნელოვნად გადაჭრის სატრანსპორტო პრობლემებს ჩვენს ქალაქში. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ჩვენ მიკროავტობუსების კომპანიასთან ვიმყოფებით მოლაპარაკების ეტაპზე. კომპანია ჩვენთან ძალიან კარგად თანამშრომლობს, მათ ესმით, რამდენად აუცილებელია, ერთი მხრივ, ჩანაცვლდეს მათი ავტოპარკი და ასევე ის, რომ სამარშრუტო სქემები, რითიც სარგებლობენ მიკროავტობუსები ინტეგრირდეს იმ ძირითად 10 სატრანსპორტო დერეფანზე, სადაც ივლიან მხოლოდ ავტობუსები. ეს არის ძალიან რთული და უმნიშვნელოვანესი პროცესი. მინდა ყველა თბილისელმა გაიაზროს, რომ ჩვენ ეტაპობრივად გადავდივართ თანამედროვე, ევროპულ სატრანსპორტო მოდელზე, სადაც ძალიან სწრაფი და მარტივია გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც არის ნაბიჯი იქითკენ, რომ ჩვენ ეტაპობრივად უარი ვთქვათ მსუბუქი ავტომობილებით გაადაადგილებაზე, ისეთ ქალაქში, სადაც უფრო სწრაფად გადავაადგილდებით 18 და 24- მეტრიანი ავტობუსებით”, - განაცხადა მაია ბითაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა