ირაკლი ზარქუა - აგონიაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციას პროცოკაციაზე აწყობს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თბილისის ერთ-ერთ სკვერში, მშენებლობის გამო, ხეებს ჭრიან. ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბელადის დაკარგვის გამო აგონიაშია.

„ჩვენი ოპონენტები პროვოკაციას პროვოკაციაზე აწყობენ. როგორც ჩანს, მას შემდეგ რაც ბელადი დაკარგეს, რომელიც საქართველოს ფრონტიდან დროებით სხვა მიმართულებაზე გადაერთო, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა სიმწვავე მოაკლდეს. რაც დრო გადის, ისინი საერთოდ ცდებიან რეალობას“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის განმარტებით, ის მტკნარ სიცრუეს უწოდებს იმას, რომ სკვერში მშენებლობა მიმდინარეობს და ამის გამო, ჯანსაღ ხეებს ჭრიან.

„ეს რომ სიცრუეა, დოკუმენტებითაც დასტურდება. სკვერში მიმდინარეობს სტანდარტული, გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული, სანიტარული ჭრები. ასეთი ჭრები გაგრძელდება ყველგან, სადაც საჭირო იქნება. ამ ჭრებს არანაირი კავშირი არ აქვს მშენებლობასთან. თავად ეს მშენებლობა კი, სხვა საკადასტრო მიწის ნაკვეთზეა, სადაც 8 ხეა განთავსებული. ყველა მათგანი შენარჩუნებულია და ამის გარდა, კეთდება დიდი სკვერი, სადაც დამატებით კიდევ 12 ხე დაირგვება. ასე რომ, საერთოდ განსხვავებულ მოცემულობასთან გვაქვს საქმე. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად ცრუ ინფორმაციას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობა“. მათი სურვილია საზოგადოების კიდევ უფრო შეცდომაში შეყვანა,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ასევე ოპოზიციის მიერ გავრცელეული ინფორმაცია, რომ ამ კონკრეტულ მშენებლობასთან დაკავშირებით ზონის ცვლილება მოხდა.

„არც ფუნქციური ზონა შეცვლია და არც კოეფიციენტი მომატებია. ეს არის საქმიანი ზონა, რომელიც ითვალისწინებს მაღალ განაშენიანებას და არანაირი კავშირი არ აქვს სკვერთან“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა