გიორგი კანდელაკი - საარჩევნო სისტემის საკითხზე მთავრობასა და ოპოზიციას შორის რეალური დიალოგი უნდა შედგეს

საარჩევნო სისტემის საკითხზე უნდა შედგეს რეალური დიალოგი მთავრობასა და ოპოზიციას შორის, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ასევე ისაუბრა ევროპარლამენტარების მიერ მამუკა ბახტაძის სახელზე გამოგზავნილ წერილზე, სადაც, მისი თქმით, ევროპარლამენტარები საარჩევნო სისტემაზე საუბრობენ.

„წერილს ევროპარლამენტის წევრების ჯგუფი აქვეყნებს და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მას ხელს აწერენ მაღალი პოლიტიკური წონის ფიგურები. ეს წერილი ეხება პროპორციულ სიაზე გადასვლას. ამჟამინდელი შერეული სისტემა, რაც საქართველოს გააჩნია, არის რისკის შემცველი მომავალი პოლიტიკური სტაბილურობისთვის. ამიტომ თუ კარგია პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წელს, რატომ არის იგი ცუდი 2020 წელს?! „ევროპული საქართველო“ ამ საკითხთან დაკავშირებით აგროვებს ხელმოწერებს პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასასვლელად. უდავოა, რომ მთავრობამ ყურად უნდა იღოს რჩევები და საარჩევნო სისტემის საკითხზე შედგეს რეალური დიალოგი მთავრობასა და ოპოზიციას შორის", -განაცხადა კანდელაკმა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების წერილში ასევე ხაზგასმულია, რომ კონსენსუსი პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს შორის მიღწეულია და მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა