მარნეულის საკრებულოს დეპუტატს პატიმრობა შეეფარდა

მარნეულის საკრებულოს დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“, რაგიმ ასკეროვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულის მხრიდან მომდინარეობს მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 13 მაისს, 12:00 საათზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

პოლიციამ რაგიმ ასკეროვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

საქმის მასალების თანახმად, რაგიმ ასკეროვმა საქართველოს მოქალაქეს შ. მ.-ს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დასაქმება შესთავაზა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა ფულადი თანხა 3000 ლარის ოდენობით. ასკეროვმა მოქალაქეს 2019 წლის 07 მარტსა და 2019 წლის 20 მარტს გამოართვა აღნიშნული ფულადი თანხა, ჯამში 3000 ლარის ოდენობით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა