სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარების წერილზე - ეს არის სერიოზული გზავნილი და ხელისუფლების ადგილზე ამას შესაბამისად მოვეკიდებოდი

ევროკავშირი მეტად შეშფოთებულია უკანასკნელი არჩევნებით, ეს წერილი უკვე ღია და საჯარო გზავნილია, - ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროპარლამენტის წევრთა ნაწილის მიერ გამოგზავნილი წერილის კომენტირებისას განაცხადა. სამადაშვილი მმართველ გუნდს ურჩევს ამ საკითხის მიმართ შესაბამის დამოკიდებულებას, რადგან ევროპარლამენტარების გზავნილები სერიოზულია.

„ჩვენი ქვეყნის მომავალი დიდწილად არის დამოკიდებული იმ პოლიტიკაზე, რასაც გაატარებს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ ყველა მსგავს გზავნილს ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ნებისმიერი ხელისუფლება. ევროკავშირი შეშფოთებულია უკანასკნელი არჩევნებით, ეს წერილი არის უკვე ღია, საჯარო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ოპოზიციის, საერთაშორისო თანამეგობრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს არჩევნებთან დაკავშირებით, შემდეგი არჩევნები სავარაუდოდ ჩიხში შეიყვანს საქართველოს და ევროკავშირის მომავალს, ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი და მე ხელისუფლების ადგილზე შესაბამისად მოვეკიდებოდი მას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 11-მა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან და ქვეყნის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წერილით მიმართა.

„2 აპრილით დათარიღებულ წერილში ევროპარლამენტარები ეყრდნობიან ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს, რომელიც მათი შეფასებით, 1991 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკული დასკვნაა. ევროპარლამენტარები ფედერიკა მოგერინის მოუწოდებენ, რომ მმართველ გუნდზე ზეწოლა განახორციელოს, რათა ისინი ოპოზიციასთან შინაარსობრივ დიალოგში შევიდნენ და საქართველოში არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით 2024 წლის ნაცვლად, 2020 წელს ჩატარდეს“, - აღნიშნულია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს