ანა ნაცვლიშვილი ია კერზაიას საქმეზე - მტკიცების ტვირთი სახელმწიფოს კისერზეა და მან ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ეს ეჭვები საზოგადოებაში აღარ არსებობდეს

იურისტ ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაჭიანურება უფრო და უფრო აღრმავებს ეჭვებს და ამძიმებს პასუხისმგებლობას, რომელიც ამ საქმით „სახელმწიფოს და მმართველ პარტიას კისერზე "დაეკიდა".

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი სახელმწიფოს კისერზეა და მან ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ეს ეჭვები საზოგადოებაში აღარ არსებობდეს.

„განათლების სისტემის პოლიტიზირება და არჩევნებისთვის გამოყენება სამწუხაროდ, მრავალი წელია სერიოზული პრობლემაა ამ ქვეყანაში და ამ მრავალწლიანი პრობლემის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო, ტრაგიკული არის სწორედ ია კერზაიას საქმე. სახელმწიფო ამ შემთხვევაში არის ბრალდებული და მასზეა მტკიცების ტვირთი, რომ მან ყველა სამართლებრივი საშუალება გამოიყენოს, რათა დაგვიმტიცოს , რომ ამ საქმეში არ ყოფილა სახელმწიფოს და მმართველი პარტიის ინტერესი. ყველა ზომა, რომელსაც სამართალდამცველი ორგანოები გამოიყენებენ იმისთვის, რომ საქმეზე არ დადგინდეს სწრაფად და ეფექტურად სიმართლე უფრო და უფრო გააღრმავებს ეჭვს და ამძიმებს პასუხისმგებლობას, რომელიც ამ საქმით სახელმწიფოს და მმართველ პარტიას კისერზე დაეკიდა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ევროპარლამენტარები მამუკა ბახტაძეს მიმართავენ და საქართველოს 2018 წლის ყველაზე არადემოკრატიული არჩევნების გამო აკრიტიკებენ. დოკუმენტში ცენტრალური ადგილი სხვა დარღვევებთან ერთად, ია კერზაიას გარდაცვალებას ეთმობა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ევროპელი დეპუტატები საქართველოს პრემიერს ამ საქმის გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას სთხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა