„თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული 1.1 მლნ ლარის ჯარიმა გადაიხადა

„თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის მიერ, გასული წლის ნოემბერში დაკისრებული ჯარიმა, 1.1 მილიონი ლარი 12 მარტს გადაიხადა, - ამის შესახებ ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

წლიური ანგარიშის მიხედვით, 2008 წლის ტრანზაქციების შესწავლის შედეგი ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 19 ნოემბერს გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ ისინი ინტერესთა კონფლიქტის ნორმებს ეწინააღმდეგებოდა. „თიბისი ბანკის“ ცნობით, ამის შემდეგ რიგი ნაბიჯები გადაიდგა საანგარიშო წლების დოკუმენტაციის შესწავლისთვის.

საერთაშორისო აუდიტის დასკვნის მიხედვით, "თიბისი ბანკმა" სწორად აღრიცხა ფინანსური მიზნებისთვის ჯარიმის გადახდა.

აღსანიშნავია, რომ „თიბისი ბანკმა“ სებ-ის გადაწყვეტილება თავდაპირველად გაასაჩივრა და სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა, თუმცა შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ ბანკი წყვეტდა სასამართლო დავას და ჯარიმასაც გადაიხდიდა.

ცნობისთვის, 2 აპრილს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო მისმა დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ოფიციალურად დატოვეს.

ამის შესახებ განცხადება უცხოელი აქციონერებისთვის უკვე გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხაზარაძე და ჯაფარიძე კვლავ შეინარჩუნებენ პოსტებს ბანკის მფლობელ TBC Bank Group PLC-ში. ამასთან, განცხადების მიხედვით, "თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ორ ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატების შერჩევა უკვე მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა