არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარების წერილზე - როგორც ჩვენ გვყავს ძლიერი მოკავშირეები ევროპარლამენტში, ასევე „ნაცმოძრაობასაც" ჰყავს მეგობრები, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ

არაფერია მოულოდნელი იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე ევროპელი დეპუტატები ან დაინტერესებული პირები აკეთებენ გარკვეულ შეფასებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტარების ნაწილის მიერ გამოგზავნილი წერილის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ „ქარული ოცნება" იყო ის ძალა, რომელმაც აიღო და შეასრულა ვალდებულება, რომ საქართველო 2024 წლიდან გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. თალაკვაძის თქმით, მმართველმა პარტიამ შეასრულა პირობა, 2020 წლისთვის საარჩევნო ბარიერი იქნება დაწეული, რაც მეტ პოლიტიკურ პარტიას მისცემს შანსს.

"ევროსტრუქტურებში ჩვენ გვაქვს ინტენსიური თანამშრომლობა და მათთან სრული დიალოგისთვის მზად ვართ ნებისმიერ საკითხებში. ევროპარლამენტი შედგება პოლიტიკური პარტიებისგან და ამ პოლიტიკურ პარტიებს ჰყავთ თავისი პარტნიორი და მოკავშირე პარტიები სხვადასხვა ქვეყნებში და ბუნებრივია, როგორც "ქართულ ოცნებას" ჰყავს ძლიერი მოკავშირეები ევროპარლამენტში, ასევე " ნაციონალურ მოძრაობასაც" ჰყავს თავისი მეგობარი პოლიტიკოსები, მეგობარი პარტიის წარმომადგენლები , რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ პერიოდულად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 11-მა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან და ქვეყნის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წერილით მიმართა.

„2 აპრილით დათარიღებულ წერილში ევროპარლამენტარები ეყრდნობიან ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს, რომელიც მათი შეფასებით, 1991 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკული დასკვნაა. ევროპარლამენტარები ფედერიკა მოგერინის მოუწოდებენ, რომ მმართველ გუნდზე ზეწოლა განახორციელოს, რათა ისინი ოპოზიციასთან შინაარსობრივ დიალოგში შევიდნენ და საქართველოში არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით 2024 წლის ნაცვლად, 2020 წელს ჩატარდეს“, - აღნიშნულია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა