თამარ ხულორდავა -  ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ კრიტერიუმებთან, რაც შეჩერების მექანიზმითაა გაწერილი

ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ კრიტერიუმებთან, რაც შეჩერების მექანიზმითაა გაწერილი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. პარლამენტი მეორე მოსმენით, სისხლის სამართლის კოდექსში იმ ცვლილებებს განიხილავს, რომელიც საზღვარგარეთ მიგრაციის ხელშეწყობის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ეხება. ხულორდავამ აღნიშნა, რომ ქვეყანას ახლოსაა იმ კრიტერიუმებთან, რომელიც გაწერილია შეჩერების მექანიზმებში. დეპუტატმა აღნიშნა, რომ გაზრდილია როგორც უკანონო მიგრაციის, ასევე საზღვარზე უარის თქმის მაჩვენებლები.

„საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ევროკავშირს, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესაძლებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო. ძალიან ბევრი რეფორმის გატარება გახდა საჭირო - კანონის მიღება, ინსტიტუციური რეფორმების გატარება, იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო. პლიუს ამას, ევროკავშირი მუშაობდა შეჩერების მექანიზმზე და გახსოვთ, მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველა პირობა გვქონდა შესრულებული, ლოდინი მოგვიწია 2015 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მარტამდე, როცა პოლიტიკურად მზად იქნებოდა ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან. მაშინ ევროკავშირმა შეიმუშავა საერთო მექანიზმი ყველა ქვეყნისთვის და ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის გაკეთებული მექანიზმი და ყველა ქვეყანა, ვისთანაც აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა, დაუქვემდებარა ე.წ. შეჩერების მექანიზმის მოქმედებას. შეჩერების მექანიზმი ნიშნავს იმას, რომ თუ წინასწარ განსაზღვრული პირობები სახეზე იქნება, აქვს უფლება წევრ ქვეყანას ან კომისიას, რომ სწრაფად მოითხოვოს თავისუფალი რეჟიმის შეწყვეტა. სამწუხაროდ წინაპირობები, რომელიც შეჩერების მექანიზმითაა გაწერილი, გარკვეულწილად, ფორმალურად ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამ კრიტერიუმებთან - უკანონო მიგრაციის რაოდენობით, ასევე საზღვარზე უარების რაოდენობით. 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 200%-ით არის გაზრდილი საზღვრიდან ჩვენი მოქალაქეების უკან მობრუნება. იმატებს ასევე თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის მაჩვენებლები. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ სახელმწიფო ნება ვაჩვენოთ. ვაჩვენოთ ის, რომ უკანონო მიგრაციას ხელს ვერ შევუწყობთ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს