პარლამენტი იხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, მარჯვენასაჭიან ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზე შეღავათი 60%-დან 20%-მდე მცირდება

პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, აქციზის განაკვეთი მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 60%-ით, ხოლო იმ ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, 20%-ით მცირდება.

დეპუტატთა ჯგუფის მიერ “საგადასახადო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების პროექტის თანახმად, ცვლილება კოდექსის 188-ე მუხლში შედის, რომელიც ადგენს საგადასახადო შეღავათს ჰიბრიდული ავტომობილებისთვის. ცვლილებით, მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის აქციზის განაკვეთი შემცირდება 20%-ით, ნაცვლად არსებული 60%-სა.

საგადასახადო კოდექსში 2016 წლის 16 დეკემბერს განხორციელდა ცვლილება, რომელიც 2017 წლის 2 იანვარს ამოქმედდა. დაწესდა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილისთვის განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობით დაიბეგრებოდნენ. ამავე ცვლილებების თანახმად, როგორც მარჯვენასაჭიანი, ისე მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომანქანების იმპორტისას დაწესდა 60%-იანი შეღავათი აქციზური გადასახადის გადახდისას, ნაცვლად იმისა, რომ განსხვავებული რეგულაცია ყოფილიყო მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კოდექსის მიღების დროიდან (2010 წელი), როგორც მარჯვენა, ისე მარცხენასაჭიანი ელექტროძრავიანი ავტომანქანები იმპორტისას სრულად გათავისუფლებულები არიან აქციზის გადასახადისგან.

’’შემოსავლების სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ 2017 წლისა და 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებულია: მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილი - 26,463; მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილი - 4,277; მარცხენასაჭიანი ელექტრომობილი - 386; მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილი - 799. აღსანიშნავია, რომ მზარდია ელექტრომობილების ბაზარი როგორც საქართველოში, ისევე მთელ მსოფლიოში. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილების რაოდენობა აღემატება მარცხენასაჭიან ელექტრომობილების რაოდენობას. გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანა დაგეგმილია მთლიანად მარცხენასაჭიან მანქანებზე მოძრაობისთვის, მთელი ინფრასტრუქტურა მორგებულია მასზე.

კანონპროექტის მიღების შედეგად შემცირდება მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული და ელექტრო მანქანების იმპორტი, რაც ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოებას, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა