„ვარკეთილის“, „გურამიშვილისა“ და „ავლაბრის“ მეტროსადგურების სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი 2019 წლის ბოლომდე თავიდან გამოცხადდება

„ვარკეთილის“, „გურამიშვილისა“ და „ავლაბრის“ მეტროსადგურების სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი 2019 წლის ბოლოს ან 2020 წლის დასაწყისში გამოცხადდება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები აღნიშნული მეტროსადგურების კვლევების ჩასატარებლად, რომლის დასრულების შემდგომ პროექტის მომზადება დაიწყება.

„თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 2019 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით მეტროსადგურების კაპიტალურ რემონტს გეგმავს. ვინაიდან მეტროსადგურების უმეტესობა უკვე 50 წელზე მეტია ემსახურება ქალაქს, კომპანიის გადაწყვეტილებით, ყველა სადგურის რეაბილიტაცია მხოლოდ მისი სრულფასოვანი კვლევის შემდეგ ჩატარდება. კერძოდ, სადგურებს ჩაუტარდებათ გეოლოგიური და ინსტრუმენტალური კვლევა, ასევე შემოწმდება შენობა-ნაგებობის მდგრადობა.

კვლევის ჩატარების შემდეგ დაიწყება არქიტექტურული პროექტის მომზადება და ბოლოს დაიწყება სარემონტო სამუშაოები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები „ვარკეთილის“, „გურამიშვილისა“ და „ავლაბრის“ მეტროსადგურების კვლევების ჩასატარებლად, რომლის დასრულების შემდგომ პროექტის მომზადება დაიწყება. სარემონტო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება იგეგმება 2019 წლის ბოლოს, ან 2020 წლის დასაწყისში. ასევე 2019 წელს თავიდან გამოცხადდება ტენდერი სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე და გადახურვაზე“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მეტროსადგურ „ავლაბარში“ სამუშაოების არსებული პროექტით წარმოება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია და მეტროსადგურების რეაბილიტაციის ყველა პროექტი გადასახედია.

მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს რეაბილიტაცია განსხვავებული სტანდარტით მოხდება, რისთვისაც სატრანსპორტო კომპანია არქიტექტორების და დიზაინერების ჯგუფთან ერთად იმუშავებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს