დავით კირკიტაძის ადვოკატი - მოწმეები იძლეოდნენ ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს, ამაზე დარბაზს ჰქონდა რეაქცია და მოსამართლემ ამის გამო მთელი სხდომები დახურა

დავით კირკიტაძის ადვოკატი პროცესების დახურვის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სასამართლო პროცესების საჯარო ფორმატში გაგრძელებაზე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, დავით კირკიტაძის პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კონდახიშვილი ფიქრობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის არ მიწოდებას ემსახურება.

„უკვე არაფერი აღარ მიკვირს. დღეს ყველამ ნახა, რაც მოხდა. მოწმეები იძლეოდნენ ურთიერთგამომრიცხავ და გარკვეულწილად არაადეკვატურ ჩვენებებს, რაც იწვევდა პროკურორების გაღიზიანებას. მოსამართლე კი იყო უხერხულ მდგომარეობაში. ამ ყველაფერზე რეაქცია ჰქონდა დარბაზს და მოსამართლემ ამის გამო მთელი სხდომები დახურა, რაც თავისთავად მიგვაჩნია, რომ არაკანონიერი გადაწყვეტილებაა და ემსახურება იმას, რომ არ გაშუქდეს სასამართლო პროცესი“, - განაცხადა ადვოკატმა.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვისას, ერთ-ერთი მოწმის დაკითხვის დროს, მოსამართლემ დარბაზში ხმაურის გამო პროცესი დახურა. მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესებიც დახურული იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, სოფელ ველისციხეში მომხდარ ინციდენტს.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა