პროკურორი - ვერსია, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვანი დაზიანებებს თითქოს, უბედური შემთხვევის შედეგად თვითონ იღებდა, ჩვენი მტკიცებულებებით გამოირიცხება

დაცვის მხარის ვერსია, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვანი დაზიანებებს თითქოს, უბედური შემთხვევის შედეგად თვითონ იღებდა, ჩვენი მტკიცებულებებით გამოირიცხება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ლელა ქსოვრელის საქმის პროკურორმა, ლევან ჟორჟოლაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დაცვის მხარის განცხადება, რომ გარდაცვლილ ბავშვს წყლის შიში ჰქონდა და დაზიანებებს თვითონ იღებდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„საქმეში წარდგენილი გვაქვს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ამ ვერსიას გამორიცხავს. არანაირი წყლის შიში არასრულწლოვანს არ ჰქონია. ის თითქმის, 4 წლის განმავლობაში მიმღებ ოჯახში ცხოვრობდა, ისინი ამ ყველაფერს უარყოფენ და გარდა მათი ჩვენებებისა, წარმოდგენილია ასევე ფოტოსურათები, სადაც ჩანს, რომ ბავშვს წყალთან დაკავშირებით, არანაირი შიში არ ჰქონია. მისი განვითარება შეესაბამებოდა თუ არა ასაკს, ამასთან დაკავშირებით ექსპერტები გასცემენ პასუხს. ოჯახი, სადაც არასრულწლოვანი ცხოვრობდა, აცხადებს, რომ ბავშვს შეეძლო საუბარი და მათთან ცხოვრების პერიოდში რაიმე დაზიანება არ მიუღია.

ლუკა ქსოვრელის დაზიანებების ხარისხთან დაკავშირებით, დანიშნულია ექსპერტიზა და გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საქმე ამ ეტაპზე გამოკვეთილი არ არის“, - აცხადებს ჟორჟოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.

„2019 წლის 25 თებერვალს ლ.ქ.-ს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან - 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა