პრემიერის განცხადებით, ხვალ წარმოადგენენ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტიდან განათლებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზრდება

„მარკეტინგისთვის განათლება არის ყველაზე ნაკლებად საინტერესო ინვესტიცია და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. მისი წილი ბიუჯეტში ყოველთვის ძალიან მცირე იყო,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ხვალ მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი იქნება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტიდან განათლებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზრდება.

როგორც პრემიერმა სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, პოლიტიკური ცხოვრების დიაპაზონი არჩევნებიდან არჩევნებამდე განისაზღვრება, თუმცა მისი თქმით, ამისგან განსხვავებით, განათლებას გრძელვადიანი ეფექტი აქვს.

„ხვალ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს ცხოვრებაში. ხვალ არის მთავრობის სხდომა, სადაც გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელზეც ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ. ჩვენ ეს ინიციატივა რამდენიმე კვირის წინ დავაანონეთ, რომლის მიხედვითაც გვექნება ახალი კანონი და ამ კანონის მთავარი არსი გახლავთ ის, რომ ჩვენი ეკონომიკის 6%, რომელიც ჩვენი ბიუჯეტის 25%-ია, ყოველთვის დაიხარჯება განათლებასა და ახალგაზრდობაზე.

ბუნებრივია, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის არჩევნები მთავარ ორიენტირს წარმოადგენს და პოლიტიკური ცხოვრებაც, გარკვეულწილად, წარმოადგენს დიაპაზონს არჩევნებიდან არჩევნებამდე. განათლება ყველა ამ პუნქტისგან განსხვავდება იმით, რომ მას აქვს ძალიან გრძელვადიანი ეფექტი. მარკეტინგისთვის განათლება არის ყველაზე ნაკლებად საინტერესო ინვესტიცია და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვიერად ყველა ამბობდა, რომ განათლება არის პრიორიტეტი, ფაქტობრივად, მისი წილი ბიუჯეტში ყოველთვის იყო ძალიან მცირე. აქედან გამომდინარე, კანონის სულისკვეთება იქნება სწორედ ეს, რომ ჩვენ დავაფიქსიროთ, რომ ეს არის პრიორიტეტი და ეს პრიორიტეტი უნდა ჩანდეს ბიუჯეტში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა