ნინო ბურჯანაძე - სააკაშვილმა სენსაციური განცხადებები გააკეთა- მე არასდროს მითქვამს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოში უნდა დარჩნენ

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს პასუხობს.

ნინო ბურჯანაძის აზრით, ობიექტურად განწყობილი მსმენელის განწყობაზე სააკაშვილის გამოსვლა სერიოზულ შთაბეჭდილებას ვერ დატოვებდა. ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი ილაპარაკოს და გააკეთოს იმისთვის, რომ დატოვოს ის სტატუს-კვო, რომელიც დღეს არის - დარჩეს ივანიშვილის მთავარ ოპონენტად და ამით მიაღწიოს თავის მიზნებს.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, საზოგადოება გუშინ დარწმუნდა, რომ სააკაშვილი არსად ჩამომსვლელი არ არის.

„კიდეც რომ ჩამოვიდეს, მას არანაირი შანსი არ აქვს ხელისუფლებაში მობრუნების, ამიტომ ნუ ვიქნებით მძევლები იმ თამაშის, რომელიც სააკაშვილსა და ივანიშვილს აქვს ერთმანეთთან მიმართებაში წამოწყებული",-აცხადებს ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ არის საუბარი. ბურჯანაძის განცხადებით, სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადების ამ ნაწილის შინაარსზე მას ინფორმაცია არ აქვს.

„ვფიქრობ, სააკაშვილმა გააკეთა სენსაციური განცხადებები და მაინტერესებს როგორ განწყობაზე არიან ის ადამიანები, რომლებიც ლამის სამშობლოს მოღალატედ მრაცხავდნენ მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მითქვამს - რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოში უნდა დარჩნენ და ყოველთვის ვამბობდი რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოდან უნდა გავიდნენ და საქართველო იყოს უბლოკო სტატუსის მატარებელი ქვეყანა. გუშინდელი განცხადებები, მე მგონი, მათთვის შოკის მომგვრელი უნდა ყოფილიყო. ამ ტიპის მოლაპარაკებებზე, რაც გუშინ სააკაშვილმა გაახმოვანა, საქმის კურსში არ ვიყავი. ერთადერთი ვიცი, რომ მან ნამდვილად თქვა ასეთი ფრაზა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის დროს - „ჯერ დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ და მერე ჩვენ შეიძლება ნატო-ზე უარი ვთქვათ". ამ ფორმულირებით ეს მას ნამდვილად აქვს ნათქვამი, მაგრამ იყო თუ არა სერიოზული მოლაპარაკებები მისი მხრიდან რუსული სამხედრო ბაზების დატოვების ან ნატო-ზე უარის თქმის თაობაზე, პირადად მე, ამის საქმის კურში ნამდვილად არ ვარ. თუმცა, ეს რაც სააკაშვილმა გამოაცხადა, შესწავლის საგანია", - განაცხადა ბურჯანაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა