„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებების საშუალებებზე დღგ-ის მოხსნას ითხოვს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებების საშუალებებზე დღგ-ის მოხსნას ითხოვს.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ მედიკამენტების ფასები, რომელიც მწეველებს თამბაქოს თავის დანებებაში ეხმარება, გარკვეული ჯგუფებისთვის უფასო უნდა იყოს.

როგორც მან აღნიშნა, ამისთვის ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, თუმცა ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრის მზაობა, კეთილსაიმედო არ არის.

„ასეთი მედიკამენტები, კონკრეტული ჯგუფებისათვის, მაგალითად, ტუბერკულიოზით დაავადებული ადამიანებისთვის, ასევე მძიმე სენით შეპყრობლებისთვის, ინფარქტით, ინსულტით და ა.შ, ან სოციალურად დაუცველი ფენებისთვის უნდა იყოს აბსოლუტურად ხელმისაწვდომი. ანუ შესაძლებელია უფასოდ მიეწოდოთ თამბაქოზე თავის დანებების საშუალება, რასაც მოვუწოდებთ ჩვენ ხელისუფლებას. გარკვეული მზაობა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის კიდეც. მარტის დასაწყისში, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი მსჯელობენ ამ საკითხზე და უახლოეს პერიოდში, ეს მედიკამენტები მასობრივად ხელმისაწვდომი გახდება, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ფინანსთა სამინისტროში ეს გადაწყვეტილება კეთილსაიმედო არ არის. მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროში, რომ ესა და ეს წამალი, ამა და ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ექვემდებარება დღგ-ს გადახდას, მაშინ როდესაც საერთაშორისო საბაჟო წესებით და საგადასახადო კოდექსით, არის დღგ-სგან გათავისუფლებული“, - განაცხადა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ.

როგორც მან აღნიშნა, მედიკამენტებისა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების დღგ-თი და საბაჟო მოსაკრებლით დაბეგვრა, რაც აღნიშნულ პროდუქტებს “სერიოზულად აძვირებს”, მწეველებისათვის, ხელმწისაწვდომობას ზღუდავს.

„როდესაც აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება, პარალელურად მიდიოდა საუბარი თამბაქოზე თავის დანებების სერვისების განვითარებაზე. არსებობს ცხელი ხაზის ნომერი, არსებობს კლინიკებიც და კონკრეტული დაწესებულებები, მათ შორის ფარმაცევტული, სადაც ნებისმიერ მწეველს შეუძლია მივიდეს და გარკვეული სერვისი მიიღოს ამ თვალსაზრისით, მაგრამ პრობლემა გახლავთ ის, რომ ყველა ის საშუალება, ასევე მედიკამენტი და ნიკოტინის შემცველი პროდუქტი იბეგრება დღგ-თი და ასევე საბაჟო მოსაკრებლით, რაც რა თქმა უნდა, სერიოზულად აძვირებს ამ პროდუქტს და ხელმწისაწვდომობას ზღუდავს მწეველებისათვის.

არის საერთაშორისო რეგულაციები და მათ შორის საგადასახადო კოდექსიც, რომელიც ამბობს, რომ მედიკამენტი, რომელიც ექიმის დანიშნულებით გამოიყენება, გათავისფლებული უნდა იყოს დღგ-სგან. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა, ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით პროდუქციას აწარმოებს, ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს ბაზა. ფაქტობრივად, ჩვენ დავრჩებით ეფექტური, ან ნაკლებ ეფექტური მედიკამენტებისა და საშუალებების ამარა“, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა