ზაზა გაბუნია - მუნიციპალიტეტების საქმიანობისთვის ახალი გარანტიები და საფუძვლები კონსტიტუციის შემდეგ ორგანულ კანონშიც აისახება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პარლამენტს საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შეტანის თაობაზე ცვლილებები წარუდგინა. ამის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით მუნიციპალიტეტების საქმიანობისთვის ახალი გარანტიები და საფუძვლები კონსტიტუციის შემდეგ ორგანულ კანონშიც აისახება.

„წარმოგიდგენთ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს, რომლითაც კონსტიტუციის ახალი რედაქციით გათვალისწინებული ასპექტები რაც უკავშირდება ადგილობრივ თვითმმართველობებს, აისახება საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“. ის მოიცავს როგორც ტექნიკურ, ასევე შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებებს“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, სუბსიდიარობის პრინციპზე, რაც აისახა მის მიერ მომზადებულ პროექტში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს. მისივე განმარტებით, სუბსიდიარობა გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მმართველობის იმ დონეზე, რომელიც ყველაზე უფრო ახლოს არის მოქალაქეებთან, რათა მიღებული გადაწყვეტილებები ასახავდეს მოქალაქის ინტერესებს.

როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, ტერმინოლოგიური სიახლეა ის, რომ თვითმმართველი ერთეულების საქმიანობაზე, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა