საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები 40 მისამართზე ხორციელდება

საბურთალოს რაიონში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო 40 მისამართზე მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ამ დროისთვის, ათი ლიფტის რეაბილიტაცია ხორციელდება.

მისივე ცნობით, ლიფტების შეკეთება ფანასკერტელის ქუჩაზე N9 და N22 საცხოვრებელ კორპუსში, ასევე, იოსებიძის ქუჩა N57-ში უკვე დასრულებულია.

„წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები ზაქარიაძის ქ. N9 და პეკინის გამზირის N7-ში ჩატარდა. მსგავსი ტიპის სამუშაოები ამ დროისთვის, დამატებით, სამ მისამართზე მიმდინარეობს. სადარბაზოების რეაბილიტაციის პროექტი დები იშხნელების ქ. N4-ში, ბახტრიონის N12ა-სა და საირმის ქუჩაზე N3 საცხოვრებელ კორპუსში განხორციელდა. ამჟამად, სადარბაზოების რეაბილიტაციის სამუშაოები 18 მისამართზე მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, ორ მისამართზე ქანობიანი და ორ მისამართზე ბრტყელი სახურავი შეკეთდა. სახურავების რეაბილიტაცია დამატებით, ექვს მისამართზე ხორციელდება. მიმდინარეობს ასევე, ორი კორპუსის სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები.

საბურთალოს გამგეობა თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას მომავალშიც განაგრძობს. მიმდინარე წელს ამხანაგობების განაცხადების საფუძველზე, გამგეობის მიერ უკვე 18 პროექტი დაფინანსდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა