საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბთან პირველი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალებზე, მათ გაძლიერებას და თავდაცვის ძალების წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და თავდაცვის ძალების გენერალურმა შტაბმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ერთობლივი ნაბიჯებიც დასახეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა