გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 4 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 4 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, გლდანის რაიონში შეზღუდვა შეეხება: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გლდანის მასივის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, რამაზ შენგელაიას და ნიკოლოზ შენგელაიას ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვლადიმერ ნანეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, დავით სარაჯიშვილის და ულიანოვის ქუჩების მცხოვრებლებს. ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის მოედნის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ნიორაძის, ახმეტის, ვაჟა ივერიელის, გუთნის, ქურხულის, წინანდლის, მუკუზანის, მღვდელი თეოდორე ჩიხლაძის, ხახანაშვილის, მარტყოფის, ალადაშვილის, კონსტანტინე ერისთავის და იუსტინე აბულაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის და ემზარ სულაქველიძის ქუჩის მცხოვრებლებს. სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, აეროპორტის დასახლების, სამგორი-I დასახლების, ვარკეთილი-3 დასახლების I, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის, მოსკოვის გამზირის, თრიალეთის, იმედა კახნიაშვილის, ჯავახეთის, ხომლელის, ჩხავერის, ქინქლაძის, თავკვერის, ველისთავის, ქინძმარაულის, რქაწითელის, ნაკადულის, საფერავის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგიულის, ილია ბაბუციძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, დავითაშვილის და შანშიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის და ცოტნე დადიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების, ჟღენტის, გურიელის, ზურაბ მუზაშვილის, ელგუჯა ამაშუკელის, შალვა ნუცუბიძის, ხომლის, გამრეკელის, ძოწენიძის, რამაზ ჩხიკვაძის, პაბლო პიკასოს, ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის და შატილის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების II, IIა ზონების, გელოვანის გამზირის, მუხრან მაჭავარიანის, პეტრიწის, არზაყან ემხვარის და გოძიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის, მერაბ ალექსიძის და ბერბუკის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ზანდუკელის და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიქოძის ქუჩის მცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოტანიკის ქუჩის მცხოვრებლებს.

16:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა