აზიის განვითარების ბანკი - მაღალშემოსავლიან სექტორებში ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს მუშახელის გადამზადება დაეხმარება

მიმზიდველი ბიზნეს გარემოს გაძლიერებასა და ინფრასტრუქტურულ აღმშენებლობაში, საქართველოს მუშახელის ცოდნისა და უნარების განვითარება დაეხმარება, რაც განაპირობებს მაღალშემოსავლიან სექტორებში ინვესტიციების მოზიდვასა და ზრდის ტემპების დაჩქარებას - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის აზიის განვითარების მიმოხილვაში, რომელიც ADB-ის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციაა.

2019 წლის აზიის განვითარების მიმოხილვაში, ADB 2019 წელს საქართველოს მშპ-ს ზრდას 5%-ით ვარაუდობს, რაც მაღალი საინვესტიციო ხარჯვით იქნება განპირობებული, ხოლო 2020 წელს უმნიშვნელოდ შემცირებულ - 4.9% ზრდას პროგნოზირებს.

„ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნითა და გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში მზარდი მონაწილეობით, საქართველომ დაამტკიცა, რომ რეგიონში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა. საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს სწრაფად განვითარებადი ინფრასტრუქტურის ხელშეწყობით, რაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე რეგიონში ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს. ასევე მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს ეკონომიკისა და საექსპორტო ბაზის დივერსიფიცირება, რაც შედეგად მოჰყვება მუშახელის გადამზადებასა და მათი თანამედროვე უნარებით აღჭურვას“, - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარმა.

ანგარიშის მიხედვით, 2019 და 2020 წლებში ზრდას ხელს შეუწყობს ექსპორტი, მოხმარება და ინვესტიციები, რაც განპირობებული იქნება მაღალი ინფრასტრუქტურული ხარჯებით. 2019 წელს ზრდა დაფიქსირდება ფინანსურ სექტორში, ასევე საბითუმო და საცალო ვაჭრობისა და მშენებლობის მიმართულებით. შედარებით მაღალმა ინვესტიციებმა, ხელსაყრელ ამინდთან ერთად უნდა დააჩქაროს სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპი 2.6%-მდე და შემდეგ 2.8%-მდე.

„2019 წელს ინფლაცია დაახლოებით 3.2%-მდე გაიზრდება, ხოლო 2020 წელს 3.0%-მდე შენელდება. საკრედიტო სტანდარტების შემდგომმა გამკაცრებამ, კრედიტების ზრდა 2019 წელს 13.0%-მდე, ხოლო 2020 წელს 12.5%-მდე უნდა შეამციროს. ცენტრალური ბანკი სავარაუდოდ ეტაპობრივად შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს 2020 წლის ბოლოსთვის, იმ შემთხვევაში თუ ინფლაციის დონე 3.0%-ზე დაბლა დარჩება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიცია - საქართველოსთვის კაპიტალის მნიშვნელოვანი წყარო დაბალი შიდა ინვესტიციებისა და შეზღუდული დანაზოგების გამო - 2005-დან 2018 წლამდე თითქმის სამჯერ გაიზარდა. თუმცა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმეტესად არსებულ შრომა-ინტენსიურ საქმიანობაზე მოდის, ვიდრე ეკონომიკის უფრო კომპლექსურ და შემოსავლიან სფეროებზე, როგორიცაა მაგალითად, წარმოება. კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს. კერძო სექტორის მეტი ჩართულობა ხელს შეუწყობდა მეწარმეების მომზადებას, რაც თავის მხრივ მეტ ქალს წაახალისებდა ბიზნეს საქმიანობაში ჩართვისაკენ,“-აღნიშნულია ანგარიშში.

ADB-ის შეფასებით, პროგნოზირებადი ვარდნის რისკი შესაძლოა გამოწვეული იყოს გარე შოკებითა და სავაჭრო დაძაბულობის ესკალაციით, მკაცრი დაკრედიტებით, გლობალური საპროცენტო განაკვეთების ზრდით, ფინანსირების ბაზარზე არსებული სირთულეებით ან კაპიტალური ხარჯების შემცირებით. თუმცა, ზრდა შესაძლოა მოსალოდნელზე მაღალი იყოს, იმ შემთხვევაში თუ ძირითადი სავაჭრო პარტნიორებისთვის როგორიცაა აზერბაიჯანი და რუსეთი, პროგნოზი გაუმჯობესდება.

ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარდაჭერას 2007 წლიდან უწევს და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური რაოდენობა 2.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2018 წელს ADB-ს მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

https://cdn2.ipn.ge/media/documents/adb_geo.pdf

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო