მესტიაში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის პროექტი განიხილეს

შუახევის მუნიციპალიტეტის შემდეგ, საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-23 წლების სტრატეგიის პროექტი, დღეს მესტიაში განიხილეს, ხვალ კი საჯარო განხილვა ცაგერში გაიმართება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პოლიტიკის მიზანია ინკლუზიური და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება. პროექტში ხაზგასმულია, რომ ამ მიმართულებით საგანგებო პოლიტიკის გატარებამ მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას და ოჯახების დაბრუნებას უნდა შეუწყოს ხელი.

„ამ ეტაპზე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 43 მუნიციპალიტეტში მდებარე 1 730 დასახლებას. კანონის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც წლის განმავლობაში 9 თვის და მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს ასეთ არეალში, ენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და სარგებლობს დადგენილი სოციალური და საგადასახადო შეღავათებით,“-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, სტრატეგიის განხილვებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სსიპ ტურიზმის განვითარების ეროვნული ადმინისტრაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში” და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს