ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პარლამენტში ლევან იზორიას მოსმენისას საუბარი თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორცილებულ რეფორმებს შეეხება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის,ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმენენ საუბარი შეეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორცილებულ რეფორმებს, ამასთან, მწვავე კითხვებიც დაისმება.

მისი თქმით, ბუნებრივია, რომ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია, როგორც საზოგადოებაში, ისე პარლამენტში.

"თავდაცვის სამინისტრო, თავდაცვის ძალები ერთგვარად,პოლიტიკური ლოკომოტივია ნატო-ს გზაზე.ამიტომ, ცხადია, ინტერესი ამ უწყებაში მიმდინარე რეფორმების მიმართ არის ძალიან მაღალი. ჩვენ,საპარლმენტო კონტროლის ფარგლებში, ცხადია, მუდმივად ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. მინდა, მივესალმო იმ ძალიან სერიოზულ წარმატებებს, პროგრესს, რაც ამ უწყებაში სხვადასხვა რეფომების სახით განხორცილდა. ოპონენტების მხრიდან, სამწუხაროდ, ხშირად გვესმის პოლიტიკური თავდასხმები მაშინ, როცა ნატო-ს, საერთაშოსრისო ორგანიზაციების მხრიდან, რომელებიც უშუალოდ ექსპერტულ შეფასებებს აკეთებენ, ჩვენ ძალიან ერთმნიშვნელოვანი გზავნილი გვაქვს, რომ თავდაცვის სამინისტრო არის გამორჩეული უწყება, სადაც რეფორმები წარმატებულია.ამიტომ,თავისთავად, ცხადია ჩვენ ამ რეფორმების შედეგები გაინტერესებს. მინისტრთან ერთად საუბარი იქნება პერპექტივეზე", - განაცხადა სესიაშვილმა.

4 აპრილს პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას მოუსმენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა