ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დროს დაკავებული 6 პირის საქმეზე სასამართლო პროცესი 19 აპრილამდე გადაიდო

ჭავჭავაძის გამზირზე გამართული აქციის დროს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული 6 პირის საქმეზე სასამართლო პროცესი 19 აპრილამდე გადაიდო.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, სხდომის გადადების მოთხოვნის მიზეზი საქმის მასალების სრულად გაცნობაა.

"როგორც პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, აქ არ არის ვიდეოკადრები, პოლიციას არ წარმოუდგენია ის ყველაზე მნიშვნელოვანი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ჩვენს მიმართ წამოყენებულ ბრალდებებს. ისეთებს, როგორიც იყო დაუმორჩილებლობა, ლანძღვა-გინება, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავეცნოთ ყველა იმ დოკუმენტს, რაც არის ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ თავად მოვაგროვებთ მტკიცებულებებს, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ვმოქმედებდით კონსტიტუციის ფარგლებში და წარვუდგენთ სასამართლოს“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა