ქეთევან ციხელაშვილმა მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანელთა საინტეგრაციო ცენტრი გახსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან ფუად მურადოვთან ერთად, მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანელთან საინტეგრაციო ცენტრი გახსნა.

ერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ცენტრი მრავალპროფილური იქნება და მასში იფუნქციონირებს ქართული და აზერბაიჯანული ენის, ისტორიის შემსწავლელი კურსები, სპორტული წრეები და ა.შ.

სახელმწიფო მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ინტეგრაციის მიღწევა უმთავრესი ამოცანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, თანასწორია.

„სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შექმნას პირობები, როცა ჩვენი თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად რეალიზებული იქნება. იმედი მაქვს, აღნიშნული ცენტრის გახსნა ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება და სწორედ სამოქალაქო ინტეგრაციის ამოცანებს დაეხმარება. მახარებს ის, რომ ახალგაზრდები აქტიურები არიან, ძალიან ბევრი იდეა და პროექტია. ესაა თაობა, რომლებიც მშობლიურ ენასთან ერთად სახელმწიფო ენასაც ფლობენ. ასევე თავის პროფესიას, ძალიან კარგად. ვფიქრობ, ქვეყნისათვის, ჩვენი საერთო სახელმწიფოსათვის, ეს ნამდვილი შენაძენია, ახალი ძალა, რომელმაც აუცილებლად უნდა თქვას თავისი სიტყვა და ქვეყნის განვითარების საქმეში წვლილი შეიტანოს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამაში გვეხმარება. სტუმრებს აზერბაიჯანიდან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისა და ჩართულობისათვის. საქართველოსა და აზერბაიჯანს სტრატეგიული ურთიერთობები და მეგობრობა აკავშირებს. ეს, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება და მინდა ამ ცენტრს საქმიანობაში წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საზოგადოებას სიტყვით აგრეთვე მიმართეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა