ამერიკელმა სენატორებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად კანონპროექტი მოამზადეს

ამერიკელმა სენატორებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, სანქციების შემოღება იგეგმება უმსხვილესი რუსული ბანკების წინააღმდეგ, როგორებიცაა „სბერბანკი“ და „ვითიბი“. ასევე, მათი გავრცელება რუსეთის ეკონომიკის ენერგეტიკულ და თავდაცვით სექტორებზე.

გარდა ამისა, კანონპროექტი გულისხმობს რუსეთის საგარეო ვალთან დაკავშირებული ოპერაციების აკრძალვას.

კანონპროექტი მოამზადეს დემოკრატმა სენატორმა კრის ვან ჰოლენმა და რესპუბლიკელმა მარკო რუბიომ.

კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ფედერალური მასშტაბის ნებისმიერი არჩევნებიდან 30 დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს დასკვნა, ჩაერია თუ არა მასში რუსეთი, ან რომელიმე სხვა უცხო სახეწლმწიფო. თუ კი ასეთი ჩარევა დადასტურდება, 10 დღის ვადაში მოხდება სანქციის დაწესება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო