სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ის პატიმრები მოინახულა, რომელთაც თვითდაზიანება მიიყენეს

ბათუმში სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი გიორგი ჩარკვიანი იმყოფებოდა.

როგორც მან ჟურნალოსტებს განუცხადა, სამივე პატიმარს შეხვდა, რომლებმაც თვითდაზიანება მიიყენეს. მისი თქმით, პატიმრების მდგომარეობას სახალხო დამცვალი სწავლობს.

„შევხვდი სამივე პატიმარს, ისინი კამერებში ცალ-ცალკე იმყოფებიან, ორს თვითდაზიანება ხელზე ნემსითა და ძაფით აქვთ მიყენებული, ერთს კი ლითონის მავთულით ხელსა და ყელზე. პროტესტის მიზეზად პატიმრები გაუსაძლის პირობებს და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლას ასახელებენ. სახალხო დამცველის აპარატი საკითხს შეისწავლის", - განაცხადა გიორგი ჩარკვიანმა.

პატიმრების თვითდაზიანების შესახებ დღეს ინფორმაცია ადვოკატმა გაავრცელა.

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2020
„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით