პრეზიდენტი ბარბარე შარვაშიძის წიგნის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწერალთა სახლში ბაბო შარვაშიძის წიგნის „მემუარები“ პრეზენტაციას დაესწრო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ბარბარე შარვაშიძე აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის უმცროსი ქალიშვილია, რომელიც უშთამომავლოდ და უსამშობლოდ გარდაიცვალა ქალაქ ლონდონში და თავისი მოგონებების ხელნაწერი დაუტოვა მოხუც მეუღლეს, ალექსანდრე მეიენდორფს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა წიგნის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, მისთვის ყოველთვის საინტერესოა მემუარების ჟანრის წიგნები, მით უფრო, თუ ის ეხება ძალიან საინტერესო ეპოქასა და იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელმაც სიცოცხლე ემიგრაციაში დაასრულა.

,,ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მემუარებში აღწერილი ისტორია, ქართველებისა და აფხაზების საერთო ისტორიაა, რომელიც ჩვენი ერთობლივი მომავლის საფუძველს წარმოადგენს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მემუარები ინგლისურიდან თარგმნა და კომენტრები, შენიშვნები, გენეალოგიური ტაბულები და საძიებლები დაურთო მაია ცერცვაძემ. როგორც მემუარების წინასიტყვაობის ავტორი ნინო ხოფერია წერს, წიგნი წარსულის მოვლენათა შეფასების მცდელობაა და უნიკალურია თავისი მნიშვნელობით, მემუარები ერთგვარი ილუსტრაციაც შეიძლება გახდეს ურთულესი, გარდამავალი ეპოქის რეალიების გაცოცხლებისათვის, თუნდაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნიუანსების ახსნისათვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო