ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ევროსაბჭოში დამოუკიდებელი დეპუტატების მივლინებების დაფინანსების სურვილი ახლო მეგობრებმა გამოთქვეს

ჩვენ აცილებლად მივიღებთ მონაწილეობას წლის ბოლომდე ამ სხდომებში, რაღაც საშუალებას გამოვძებნით, მეტსაც გეტყვით, რომ გამოჩნდნენ მსურველები, რომელთაც დახმარების სურვილი გამოთქვეს,-ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციაში მისი და ეკა ბესელიას ჩანაცვლების საკითხის კომენტირებისას „ პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მათი მივლინებების დაფინანსების სურვილი ახლო მეგობრებმა გამოთქვეს და ისინი აუცილებლად გამონახავენ საშუალებას, რათა საერთაშორისო ტრიბუნებზე თქვან ის სათქმელი, რომლის ხმამაღლა თქმის აუცილებლობა არ დადგებოდა დღის წესრიგში, ყველაფერი რომ „ნორმალურად წარმართულიყო“.

„მე არ ვწუწუნებ ხელფასზე, მაგრამ ნამდვილად არ გვაძლევს პარლამენტარის ხელფასი იმის საშუალებას, რომ დააფინანსო საკუთარი ხელფასიდან მივლინების ხარჯები, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდება. ჩვენ აცილებლად მივიღებთ მონაწილეობას წლის ბოლომდე ამ სხდომებში, რაღაც საშუალებას გამოვძებნით, მე მეტსაც გეტყვით, რომ გამოჩნდნენ მსურველები, რომელთაც გამოთქვეს დახმარების სურვილი, მაგრამ ძალიან ცინიკური იქნება, რომ დახმარება სთხოვო ადამიანს მივლინების დაფინანსებაში. ეს ადამიანები არიან ძალიან ახლო მეგობრები. არ არის ეს ის თემა, რომ ადამიანები ჩააყენო ამ მდგომარეობაში, რაც არ უნდა მზად იყვნენ იყვნენ დახმარების ხელის გამოსაწვდენად. მე უბრალოდ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის ახლა გადამწყვეტი, გადამწყვეტია ჩვენი ჯგუფიდან ერთი ადამიანი მაინც იყოს სესიაზე, რომელიც იტყვის იმ სათქმელს, რომლის თქმაც არ გახდებოდა საჭირო, ყველაფერი რომ ნორმალურად წარმართულიყო“, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო