GWP აღმაშენებლის ხეივანზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აღმაშენებლის ხეივანის მე-14 კმ-ზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, ორ მაგისტრალზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება. შედეგად საბურთალოს რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 5 აპრილს, დილის 10:00 საათიდან 6 აპრილის, დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში:

ვაჟა-ფშაველას გამზირს, კვარტლებს და ნუცუბიძის მ/რ-ებს; ყაზბეგის გამზირს და მიმდებარე ქუჩებს. თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს და მიმდებარე ქუჩებს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს; წყნეთს და კაკლების დასახლებას. გლდანის რაიონში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს