დავით ზალკალიანი - როდესაც ალიანსის მხრიდან მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველო მზად  იქნება ამ მომენტისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ თანაორგანიზებულ ღონისძიებაში „NATO Engages: The Alliance at 70 Years“, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისა და თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ შედეგებზე და მოლოდინებზე ისაუბრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ იმ ეტაპზე, როცა შესაძლებელი იქნება ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში, საქართველო იქნება მზად, რათა წინ წავიდეს ინტეგრაციის პროცესში.

„ჩვენ ვანვითარებთ ძალიან მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას ალიანსის წევრებთან და ჩვენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მაღალია, ვთანამშროლებთ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას და მდგრადობას. ჩვენ ასევე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საფრანგეთსა და გერმანიასთან და ალიანსის სხვა წევრ ქვეყნებთან და ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გვაახლოებს ნატო-ში გაწევრიანებასთან და გვამზადებს იმ მომენტისთვის, როცა იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწვეტილება ალიანსის მხრიდან“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ნატო-ს დაარსებიდან საიუბილეო, 70-ე წლისთავზე გამართული საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს აღიარების მორიგ დემონსტრირებას და ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ალიანსის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„საქართველოში ჩატარებული წვრთნები და მასში ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რასაც ნატო ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას. საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში წევრობისთვის. წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნა, ასევე თანამშრომლობის სხვა მიმართულებები, კერძოდ, შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით, სამხედრო წვრთნების თვალსაზრისით და სხვა, ეს ყოველივე უზრუნველყოფს რომ ნატო კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საქართველოში“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა