ISET - 2019 წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ

თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET თებერვლის თვის აგრო მიმოხილვას აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ, რამდენადაც ხორბლის წარმოების პროგნოზი 2019 წლისთვის არც თუ ისე დამაიმედებლად გამოიყურება.

კერძოდ, მოსალოდნელია რუსეთში ხორბლის წარმოების 16%-ით შემცირება, ხოლო ქვეყნის ექსპორტი შესაბამისად 11%-ით შემცირდება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ხორბლის ფქვილის წმინდა იმპორტიორია და რუსეთის წილი საქართველოს ხორბლის ფქვილის იმპორტში დაახლოებით 90%-ს შეადგენს, ISET -ის შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციები ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

„აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) პროგნოზით, მსოფლიოში ხორბლის წარმოება 2019 წელს 734.75 მლნ. ტონა იქნება, რაც 4%-ით ჩამოუვარდება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს (763.18 მლნ. ტონა). მაშინ, როცა ხორბლის მთლიანი მოხმარების პროგნოზი 747.23 მლნ. ტონაა - უფრო მაღალი, ვიდრე წარმოებული რაოდენობის პროგნოზი. ეს ნიშნავს იმას, რომ 2019 წლის ბოლოს მარაგები უფრო დაბალი იქნება, ვიდრე წინა წელს,“-აღნიშნულია მომოხილვაში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში პურისა და პურპროდუქტების ფასების მნიშივნელოვანი ცვლილება შეინიშნა. 2018 წლის ნოემბრიდან ამ კატეგორიაში შემავალი პროდუქტების ფასები საშუალოდ წინა წელთან შედარებით მაღალი იყო.

„2019 წლის თებერვალში პურისა და პურპროდუქტების ფასები 10.2%-ით გაიზარდა 2018 წლის თებერვალთან შედარებით. იმავე პერიოდში ხორბლის პურის ფასი 15%-ით გაიზარდა, რაც ხორბლის ფქვილის ფასების ზრდით იყო განპირობებული (წლიური 8%-ანი ზრდა). ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის თებერვალში საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტმა 1650.70 ტონა შეადგინა, რაც 4%-ით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს (1588.31 ტონა),“ - წერია დოკუმენტში.

ანგარიშის დეტალებზე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ ISET-ის აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარმა სალომე დეისაძემ ისაუბრა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა