ISET- თებერვალში თევზეული 12.5%, ხოლო პური და პურპროდუქტები 10.2%-ით გაძვირდა

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET თებერვლის თვის აგრო მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა სურსათის შემდეგ ჯგუფებში შემავალმა პროდუქტებმა: თევზეული12.5% -ით გაძვირდა, პური და პურპროდუქტების ფასი 10.2%-ით გაიზარდა, ბოსტნეული და ბაღჩეული 7.6%-ით, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები 4.3%-ითაა გაძვირებული.

საპირისპიროდ, თებერვალში ფასების 23.6%-იაბნი კლება დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე,შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 3.4% -ით გაიაფდა.

„წინა თვესთან შედარებით, ფასების დონე საქართველოში სტაბილურად შენარჩუნდა. 2019 წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასების ინდექსი (სფი) უმნიშვნელოდ 0.3%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით. თვიური ცვლილება კიდევ უფრო უმნიშვნელო იყო სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფის კატეგორიისთვის (0.1%).2018 წლის თებერვალთან შედარებით სფი 2.3%-ით გაიზარდა. წინა წელთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 2.9%-ით გაიზარდა, რამაც სფი 0.9 პროცენტული პუნქტით გაზარდა,“-აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის დეტალებზე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ ISET-ის აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარმა სალომე დეისაძემ ისაუბრა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა