ლევან დავითაშვილმა იაპონიის ელჩთან გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო” მიმდინარეობის საკითხები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო” მნიშვნელობა და მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გამოფენამ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს ცნობადობის ზრდას განსაკუთრებულად შეუწყო ხელი.

როგორც ტადაჰარუ უეჰარამ აღნიშნა, იაპონიაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ექსპორტის სტიმულირების თვალსაზრისით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს