"რეფორმეტრის" მენეჯერი - გრანტის მიმღები ბიზნესის ეკონომიკური ეფექტიანობა უფრო მაღალია

Iset-ის ორგანიზებით "რეფორმეტრის" ფარგლებში "მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის შესახებ" კვლევა ჩატარდა.

როგორც "რეფორმეტრის" მენეჯერმა გიგლა მიქაუტაძემ კვლევაზე საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფომ არსებითი ნაბიჯები გადადგა მეწარმეების დასახმარებლად. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, Iset-ის რეკომენდაციაა, სახელმწიფო პროგრამების პერიოდული გაანალიზება მოხდეს და შედეგების საფუძველზე დაიგეგმოს ახალი სტრატეგიები.

"ის ღონისძიებები, რაც სახელმწიფოს მხრიდან უნდა გატარებულიყო - გატარდა, საჭირო მექანიზმები დაინერგა და ახლა ვართ იმ ეტაპზე, როცა სახელმწიფოს მხრიდან ამ პროგრამების ეფექტიანობა უნდა შეფასდეს. ISET-მა მოამზადა მცირე და მიკრო გრანტების პროგრამის ეფექტიანობის ანალიზი, შევადარეთ მეწარმეები, ვინც მიიღო გრანტი და ვინც ახლოს იყო, მაგრამ ვერ შეძლო გრანტის მიღება, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ გრანტის მიმღები ბიზნესის გადარჩენის მაჩვენებელი და ეკონომიკური ეფექტიანობა მაღალია, თუმცა არაა რადიკალური სხვაობა პროდუქტიულობისა და გადარჩენის მაჩვენებლების იმ მეწარმეებს შორის, ვინც მიიღო გრანტი და მათ შორის, ვინც ვერ დაფინანსდა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას , რომ ასეთი ტიპის პროგრამები დამწყებ ბიზნესს უფრო ეხმარება, ვიდრე არსებულს. ჩვენი რეკომენდაციაა, გაანალიზდეს, როგორ შეიძლება ამ პროგრამების განვითარება, მათ შორის შესაძლოა, პროგრამის პრიორიტეტების გადახედვა და ზღვრების გაზრდა," - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა